მოკლე ინსტრუქციები
From Stellarium
Contents |
[edit] მართებული ადგილმდებარეობის მითითება
ჯერ თქვენი ადგილმდებარეობა მიუთითეთ! ნაგულისხმები მდებარეობაა - პარიზი, საფრანგეთი. მდებარეობის სარკმლის გასახსნელად დაწკაპეთ F6 ან შესაბამისი პიქტოგრამა მარცხენა პულტზე.
მდებარეობის შერჩევა შეგიძლიათ რულაზე დაწკაპვით, უახლოესი ქალაქის მოძიებით ან გრძედის, განედისა და სიმაღლის ხელით მითითებით.
[edit] მიმოიხედეთ
ისარგებლეთ თაგუნათი და ისრებით გარემოს დასათვალიერებლად.
[edit] მოახლოება და დაშორება
ხედის მოსაახლოებლად ან დასაშორებლად ისარგებლეთ კლავიშებით PageUp და PageDown. ნისლეულთა და პლანეტათა მოახლოება ძალიან საინტერესოა...
[edit] ობიექტების შერჩევა
ობიექტის მოსანიშნად ისარგებლეთ თაგუნას მარცხენა კლავიშით, მონიშვნის მოსახსნელად - მარჯვენათი, ხოლო მონიშნულის ცენტრში გადასატანად - შუა კლავიშით ან შორისით.
[edit] დროის კონტროლი
J ანელებს ან უკან აბრუნებს დროს, L - აჩქარებს, K - აბრუნებს ნორმალურ სვლაზე. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ დროის კონტროლის ღილაკებით ეკრანის მარჯვენა ქვედა ნაწილში.
[edit] ასახვა სხვადასხვა პარამეტრებით
დაწკაპეთ ღილაკები ქვედა პულტზე, რომელიც თაგუნას ეკრანის მარცხენა ქვედა ნაწილში განთავსებული სტატუსის პანელზე გადატარებისას გამოჩნდება.
[edit] დახმარების მენიუს გახსნა
დახმარებისთვის დაწკაპეთ F1.

